ირინა ვერეშჩუკი: უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, თავისუფალია 28 სამხედრო და 13 მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, სახლში დაბრუნდა 41 ადამიანი, 28 სამხედრო და 13 მშვიდობიანი მოქალაქე.

“გათავისუფლებულთა შორისაა 11 ქალი და უკრაინის ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები