აზოვის პოლკი: მარიუპოლში ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტომობილი ჩაცხრილეს – არის მსხვერპლი

აზოვის პოლკის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა “სიჩუმის რეჟიმი” დაარღვიეს და საევაკუაციო ავტომობილი ჩაცხრილეს, რომელიც აზოვსტალში მშვიდობიანი მოქალაქეების წამოსაყვანად ჩადიოდა.

თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი სამხედრო, კიდევ 6 კი დაიჭრა.

“ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე რუსებმა გამოიყენეს ანტისატანკო რაკეტა და ესროლეს ავტომობილს. ეს ავტომობილი მიემართებოდა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, რათა ისინი ქარხნის ტერიტორიიდან გამოეყვანა. მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ეხება”, – ნათქვამია აზოვის პოლკის განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები