კრემლი: პოლონეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდეს

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისთვის შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდეს.

მისი თქმით, „ის, რომ ბოლო თვეებში პოლონეთიდან ძალიან მტრული რიტორიკა მოდის – ის ტრადიციულად დიდი ხანია, აღარ არის მეგობრული, მაგრამ ბოლო თვეებში მტრული გახდა და ის, რომ პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, შესაძლოა, საფრთხე მოდიოდეს – აშკარა ფაქტებია“, – განაცხადა მან.

ადრე, რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ არსებობს ვაშინგტონისა და ვარშავის გეგმა, რომ უკრაინაში პოლონეთმა „ისტორიულ საკუთრებაზე“ „სამხედრო-პოლიტიკური კონტროლი“ დაამყაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები