“უკრაინაში, სულ მცირე, 10 რუსი გენერალია მოკლული” – ამერიკელი გენერალი

უკრაინაში, სულ მცირე, 10 რუსი გენერალია ლიკვიდირებული, ბატალიონებისა და ბრიგადების მოკლული მეთაურების რაოდენობა კი ბევრჯერ მეტია და სწორედ ამიტომ მიაყენეს ძლიერი დარტყმა უკრაინელებმა რუსეთის სამეთაურო სისტემას.

ამის შესახებ Ukrinform-თან ინტერვიუში CIA-ს ყოფილმა დირექტორმა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და აშშ-ისა და ნატოს ძალების ყოფილმა სარდალმა ერაყსა და ავღანეთში, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

„ამჟამად, სულ მცირე, ათი ან თერთმეტი რუსი გენერალია დაღუპული. გასაოცარი რიცხვია, განსაკუთრებით – იმის გათვალისწინებით, რომ მთელმა აშშ-ის არმიამ ერაყსა და ავღანეთში ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ერთი გენერალი დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ ეს ძლიერი დარტყმაა მიყენებული რუსული სამეთაურო და კონტროლის სისტემისთვის. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბატალიონებისა და ბრიგადების ლიკვიდირებული მეთაურების რაოდენობა მრავალჯერ აღემატება დაღუპული გენერლების რაოდენობას“, – თქვა პეტრეუსმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები