უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ხარკოვში სპეცოპერაციის დროს 11 რუსი სნაიპერი დაატყვევეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვში სპეცოპერაციის დროს 11 რუსი სნაიპერი დაატყვევეს.

მათივე ცნობით, დაკავებულები “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” 115-ე პოლკის წევრები არიან, რომლებიც უკრაინულ პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ.

“ხმელნიცკის ოლქში სამხედრო კონტრდაზვერვამ გაანეიტრალა სამხედრო კონტრდაზვერვის ჯგუფი, რომელიც რეგიონში დივერსიას გეგმავდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა 3 ადამიანი, რომლებიც კონტაქტზე იყვნენ რუს კურატორებთან. ისინი ასევე აწარმოებდნენ ვიდეოთვალთვალს იმ ობიექტებისა, რომლებსაც ოკუპანტები შემდგომში რაკეტებს ესროდნენ”, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები