“რუსები თავისიანებს ტოვებენ, ივიწყებენ, წვავენ, შლიან ისტორიიდან” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი განადგურებულ კრეისერ ”მასკვაზე“ მყოფი ახალწვეულის მამის პოსტს ეხმაურება. კაცი გემის დაღუპვიდან, ანუ 13 აპრილიდან დღემდე ცდილობს, გაარკვიოს თავისი შვილის ბედი. პოდოლიაკის თქმით, რუსები თავისიანებს ”ტოვებენ, ივიწყებენ, კარგავენ, წვავენ, შლიან ისტორიიდან“.

”ერთ-ერთი მთავარი რუსული პროპაგანდისტული მითი – „რუსები არ ტოვებენ თავისიანებს“. მშვენივრადაც ტოვებენ! ტოვებენ, ივიწყებენ, კარგავენ, წვავენ, შლიან ისტორიიდან. მაგალითად, წვევამდელის (!) მამამ, რომლის შვილიც კრეისერ „მასკვაზე“ მსახურობდა, დღემდე ვერ მოახერხა საკუთარი შვილის ბედის გარკვევა. ერთ-ერთი ათასობით მიტოვებულს შორის.

ის არ იბრძოდა, არ მომკვდარა, უბრალოდ, გაქრა – უკრაინაში თვითმკვლელი ჯარისკაცების ახალ პარტიის გაგზავნის სამზადისში მხრებს იჩეჩავენ რუსი გენერლები. არანაირი ღირსება, დიდება, ანაზღაურება, მედლები. ვინც მოკვდა – დაიკარგა, ვინც გადარჩა – დარჩა მარადიული სირცხვილის დამღით. სამშობლო [რუსეთის ფედერაცია] ყოველთვის მიგატოვებს”, – წერს პოდოლიაკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები