ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მცირედით გამყარდა.

7 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.0318 ლარი ეღირება, ევრო – 3.2110 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7506 ლარი.

დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0398 ლარი ღირდა, ევრო – 3.2198 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8149 ლარი.

ლარის განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები