ცესკო: გიორგი სიორიძის განცხადება არ წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ პოზიციას

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება „ლელოდან“ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სიორიძის კომენტარს და განმარტავს, რომ დღეს მედიაში გავრცელებული მისი განცხადება არ წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ პოზიციას.

გიორგი სიორიძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით (რომლის მიღების შემთხვევაშიც, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად ცნობს ცესკო) და საკუთარი შეფასებები დააფიქსირა.

„ვაცხადებთ, რომ ცესკო არ აკეთებს საკანონმდებლო ინიციატივების, ან ამა თუ იმ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე პოლიტიკურ შეფასებებს ან/და ამ ინიციატივების პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე განცხადებებს.

აქედან გამომდინარე, ვისურვებდით, რომ როცა ცესკოს ხელმძღვანელი პირი აფიქსირებს საჯარო მოსაზრებას, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ წარმოადგენს მხოლოდ პირად აზრს და არა საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას“, – აცხადებენ ცესკოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები