მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია, საკუთარი პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის აღებასა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას თავს არიდებს

ასეთი ინიციატივა თუ შემოვა, დიდი სიამოვნებით შევუერთდები, რადგან ერთმნიშვნელოვნად სწორია, – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხეილ სარჯველაძე კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს. არსებული ინფორმაციით, კანონპროექტს უმრავლესობა ამზადებს.

„ასეთი ინიციატივა თუ შემოვა, დიდი სიამოვნებით შევუერთდები, რადგან ერთმნიშვნელოვნად სწორია. გუშინ დისკუსია იყო იმის თაობაზე, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შშმ პირების დაცვასთან დაკავშირებული დოკუმენტი აქვთ მისაღები და ბევრის უქეიფობის თუ საქეიფოდ ყოფნის გამო, დოკუმენტების მიღება ვერ ხერხდება. ასეთ დროს მოქმედი პოზიტიური სამართალი ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს უნდა გვთავაზობდეს. ჩიხი არსებობს და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პოზიტიური სამართლის ფუნქცია შექმნილი ჩიხების სამართლიან გადაწყვეტაშია და არა – ჩიხების შექმნაში. რა თქმა უნდა, უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს. ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური მოტივებიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის აღებასა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას თავს არიდებს. მსგავსი რეგულაცია შეიძლება, ბევრ ცივილიზებულ, უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების მქონე სახელმწიფოში არსებობდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები