ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კულტურის ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს – ე.წ. უზენაესმა სასამართლომ აგრბას დაპატიმრება კანონიერად ცნო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიამ ე.წ. განათლების მინისტრის, გუდისა აგრბას მიმართ დაპატიმრების შესახებ 26 აპრილს ე.წ.საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კანონიერად ცნო.
გუდისა აგრბა ეჭვმიტანილია “157-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში, რაც წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებას გულისხმობს”.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, გუდისა აგრბასა და მისი თანამზრახველის, ნადირ ჯინალის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ე.წ. კულტურის სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი განიცადა, რომლის ჯამური ღირებულება – 14 მილიონ 300 ათასი რუსული რუბლია.
სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილებით, გუდისა აგრბას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 ივნისამდე შეეფარდა.