კალაძე – სააკაშვილზე: თუ ვინმეს ჰგონია, რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, არ გამოვა – ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი

თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს – თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს, ეს არ გამოვა და ტყუილია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია.

„ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, თუ ეს ასეა, არ ვიცი, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს, ეს არ გამოვა და ტყუილია. ამიტომ, პირველ ყოვლისა, პატიმარს ნუ შევუქმნით ამ ილუზიას და მეორე, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ეს ასე არ იქნება, მას სასჯელის მოხდა მოუწევს, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე. სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ დანარჩენს. შესაბამისი უწყება ყველა დეტალზე სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები