თეა წულუკიანი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული სპექტაკლის – „მარიამობის თვე 1924“ ჩვენებას დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიას სტუდენტების მონაწილეობით დადგმული სპექტაკლის – „მარიამობის თვე 1924“ ჩვენებას დაესწრო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სპექტაკლში უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
„მარიამობის თვე 1924“ მაყურებელს თავადიშვილთა ორი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას მოუთხრობს, რომლებიც 1924 წელს ბოლშევიკების მიერ იქნენ რეპრესირებულნი. საქართველოს ერთ-ერთ სოფელში „თავადების ოჯახებისთვის ჩამოუვლიათ, კაცები მოუკრეფიათ და კიდეც დაუხოციათ“, – ვკითხულობთ თვითმხილველის დღიურებში.
„მარიამობის თვე 1924“-ის დამდგმელი რეჟისორია – ალექსანდრე ქანთარია, კოსტიუმების მხატვარი – ნისა სამადბეგიშვილი, ხოლო ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანა ლევენეცი, ნინო ლომიძე, ნინო აბესალაშვილი, გიგა კაკუბავა, ელენე დარჩია, ეკატერინე ბექაური, დავით გურგენაძე, ზურაბ პაპუაშვილი, ბორის თოლორდავა, მეგი ფერაძე, კახი გაზდელიანი და გაგა ყაჭიური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები