თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი გახდება
თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი, უკვე 13 მაისიდან კარინ ჟან-პიერი იქნება.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კატრინ ჟან-პიერის წარდგენისას თქვა, „სიამაყით ვაცხადებ, რომ კარინე ჟან-პიერი იქნება თეთრი სახლის შემდეგი პრესმდივანი. დარწმუნებული ვარ, ის ძლიერი ხმა გახდება, რომელიც ჩემი და ამ ადმინისტრაციის სახელით ისაუბრებს”.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯენ ფსაკის და თქვა, რომ ის „პირდაპირ და გულწრფელად ესაუბრებოდა ამერიკელებს და, ამავე დროს, იუმორის გრძნობას ინარჩუნებდა“.
ჯენ ფსაკის ახალი სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებულად არ ვრცელდება, თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ ის სამუშაოდ ერთ-ერთ ტელევიზიაში გადადის.
რაც შეეხება კარინ ჟან-პიერს, ის 44 წლის არის. ჰაიტიური წარმოშობის აქტივისტი, ავტორი და პოლიტიკოსი.
2021 წლიდან ის ფსაკის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მანამდე, 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის შტაბის უფროსი იყო.
კარინ ჟან-პიერი პირველი ფერადკანიანი, ასევე, ლგბტ თემის წარმომადგენელია (ლესბოსელია), რომელიც თეთრი სახლის სპიკერის თანამდებობას დაიკავებს.
ადრე, NBC News-სა და MSNBC-ში პოლიტიკურ ანალიტიკოსად მუშაობდა, კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის ლექტორი იყო.