მედვედევი და შოიგუ უკრაინაში დაკითხვაზე არიან დაბარებული

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს დაკითხვაზე დაბარების უწყისი გამოაქვეყნა.

ამის შესახებ Unian-ი უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მედვედევი პროკურატურაში სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილის სახით (სისხლის სამართლის კოდექსის 110 მუხლით – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა) დაკითხვაზე 16, 17 და 18 მაისს არის დაბარებული, ასევე სისხლის სამართლის სხვა სამართალწარმოებაში მონაწილეობისთვის.

შოიგუსაც იმავე თარიღებში ელოდებიან. აღნიშნულია, რომ იგი ეჭვმიტანილია იმავე სისხლის სამართლის დანაშაულში – ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ, პირთა ჯგუფის წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს საზღვრების შეცვლის მიზნით მიზანმიმართული ქმედებების ჩადენაში.

გარდა ამისა, დაკითხვაზე არიან დაბარებული: რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი; რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, ვალენტინა მატვიენკო; საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი; რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრე ბორტნიკოვი; რუსეთის ეროვნული გვარდიის დირექტორი, ვიქტორ ზოლოტოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები