“სამხედროების გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებთ” – ზელენსკი “აზოვსტალზე”
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “აზოვსტალის” დაბომბვა არ წყდება, თუმცა, მისივე თქმით, ქარხნიდან სამოქალაქო პირების გაყვანა უნდა მოხერხდეს.
როგორც Brave Ukraine-ს საქველმოქმედო საღამოზე ზელენსკიმ აღნიშნა, ტერიტორიაზე არაერთი ბავშვია.
„აზოვსტალის” დაბომბვა და იერიში არ წყდება. მაგრამ იქიდან მშვიდობიანი მოქალაქეები არიან გასაყვანი. იქ დარჩენილი ქალები, ბავშვები, ბევრი ბავშვია გასაყვანი… სიჩუმის ეფექტურ რეჟიმს ველოდებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი სამხედროების გადასარჩენად. გმირების, რომლებიც მარიუპოლს იცავენ,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ იქვე დასძინა, რომ ადგილზე სხვადასხვა ქვედანაყოფია და მათ ბევრი დაჭრილი ჰყავთ, მაგრამ „არ ნებდებიან, თავიანთ პოზიციებს ინარჩუნებენ“.