“ავიაციის დახმარებით, “აზოვსტალის” რაიონში იერიში გრძელდება” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში დონბასში ოკუპანტების 11 იერიში მოიგერიეს, განადგურებულია 8 ტანკი, 11 ჯავშანტრანსპორტიორი და 5 საავტომობილო ტექნიკა.

განახლებულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ქალაქ მარიუპოლში, “აზოვსტალის” რაიონში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება, ზოგიერთ რაიონში კი, ავიაციის მხარდაჭერით, ოკუპანტებმა ქარხნის ტერიტორიის კონტროლის მიზნით იერიში განაახლეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები