აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეო კონფერენცია გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერობისთვის და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს დილით, მქონდა პატივი, რამდენიმე წუთით მესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან – ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ლიდერობისთვის, მაგალითისთვის და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის და მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ შენებდებიან პუტინის ბარბაროსობისა და ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებული არიან მათი სიმტკიცით და გამძლეობით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების გვერდით დგომას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას“, – აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.