უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული ფოლადის ქარხნიდან, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მესამე ოპერაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
გუტერეშმა ოპერაციის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„იმედი მაქვს, მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია უფრო მეტ ჰუმანიტარულ პაუზას გახდის შესაძლებელს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გასულ კვირას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) 500 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს.