პენტაგონის სპიკერი – რუსულმა ძალებმა დონბასის რეგიონში მცირე პროგრესს მიაღწიეს

ARLINGTON, VIRGINIA - MARCH 09: Pentagon Press Secretary John Kirby holds a news briefing at the Pentagon on March 09, 2022 in Arlington, Virginia. Kirby spoke on various topics including Russia’s invasion to Ukraine. (Photo by Kevin Dietsch/Getty Images)

რუსულმა ძალებმა მიაღწიეს „გარკვეულ პროგრესს, განსაკუთრებით დონბასის ჩრდილოეთ ნაწილში“, – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროგრესი არ არის ის, რასაც აშშ თვლის, რომ რუსული ძალები რეგიონში „ამ ეტაპზე ელოდნენ“ .

„ჩვენ მაინც შევაფასებთ, რომ დონბასის რეგიონში უკრაინელები ძალიან მკაცრ წინააღმდეგობას უწევენ [რუსებს]. რუსებს არ აქვთ მიღწეული პროგრესი, რასაც ჩვენი რწმენით, ისინი ამ ეტაპზე ელოდნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ რაიმე პროგრესს არ მიაღწიეს“, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები