დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო

Smoke rises from the Metallurgical Combine Azovstal in Mariupol, in territory under the government of the Donetsk People's Republic, eastern in Mariupol, Ukraine, Thursday, May 5, 2022. Heavy fighting is raging at the besieged steel plant in Mariupol as Russian forces attempt to finish off the city's last-ditch defenders and complete the capture of the strategically vital port. (AP Photo)

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორმა, პავლო კირილენკომ CNN-თან საუბარში განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ევაკუაციის ღონისძიებების მეორე ეტაპი და ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, მირჩევნია საზოგადოებას ვაცნობო მაშინ, როდესაც დასრულდება და სპეცოპერაცია შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა კირილენკომ.

ამასთან, დონეცკის სამხედრო გუბერნატორის თქმით, გასულ ღამეს მძიმე არტილერიამ ფოლადის ქარხანა „სისტემური დარტყმებით“ დაბომბა და დასძინა, რომ „იყო გარღვევა აზოვსტალის მიდამოებში“.

კირილენკოს ცნობით, „აზოვსტალში“ დაახლოებით 200 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები