გერმანია უკრაინას დამატებით 130 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვარშავაში გამართულ დონორთა კონფერენციაზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა ხელს შეუწყობს უკრაინას, რუსეთის თავდასხმების მიმართ წინააღმდეგობა გააძლიეროს.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აპირებს, უკრაინას კიდევ 147 მილიონი დოლარი გამოუყოს განვითარების დაფინანსებისთვის.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ყოველი სისასტიკის შემდეგ, ყოველი დღე რაც გადის, ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენი ერთიანობა მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი: პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის ვერ მოიგებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.