ზაპოროჟიეში, 9 მაისს, „,კომენდანტის საათი“ დაწესდება
ზაპოროჟიეში, 9 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, „,კომენდანტის საათი“ დაწესდება.
ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent-ი „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„კომენდანტის საათი 8 მაისის 19:00 საათიდან 10 მაისის დილის 05:00 საათამდე ამოქმედდება“, – განაცხადა ზაპორიჟიეს მერმა, ანატოლი კურტიევმა.
მათივე ინფორმაციით, რუსეთმა 9 მაისს, შესაძლოა, პროვოკაციები ან სამხედრო ქმედებები დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, რუსეთში საბჭოთა კავშირის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნება.