სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, დღეს რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ უნდა, საქართველო ომში ჩაითრიოს და იგივე ხდებოდეს, რაც ხდება მარიუპოლში.

„როცა ვამბობთ ღალატის პარტიას, ამის დოკუმენტირებული მონაცემები გვაქვს. საუბარია 2008 წლის რეზოლუციაზე, სადაც პირდაპირ საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება და საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა ცხინვალში. ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იგივეს აკეთებს დღეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები