რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ თავის მებრძოლებს, რომლებიც „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში რჩებიან, უნდა უბრძანოს, რომ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
კრემლის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ მზად არის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გასაყვანად.
ამასთან, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო რუსული ჯარის შემოსვლა ქარხანაში, რაც ეწინააღმდეგება უკრაინელი ოფიციალური პირებისა და მებრძოლების მტკიცებებს, რომ შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.