მედია: რუსეთს მოლდოვაში შეჭრის მკაფიო გეგმა აქვს – სახელდება შეჭრის სავარაუდო თარიღი

რუსეთს მოლდოვაში შეჭრის მკაფიო გეგმა აქვს შემუშავებული. შეჭრის თარიღი შესაძლოა, იყოს 9 მაისი ან უახლოესი დღეები, მიზეზი კი რუსეთის მიერ “დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის” აღიარებაა.

ამის შესახებ ტელეკომპანია 24 უკრაინის კონტრდაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ რუსული ჯარების სავარაუდო წარმატება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით „მეორე ფრონტს“ გახსნის.

აღინიშნება, რომ ამ რეგიონში რუსული ჯარების ყოფნა ბალკანეთზე პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

უკრაინის კონტრდაზვერვის მონაცემით, რუსეთი დნესტრისპირეთში ილ-76 თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით საჰაერო დესანტის დაშვებას გეგმავს. პარალელურად, ოკუპირებული ყირიმიდან თვითმფრინავები და ვერტმფრენები აფრინდებიან.

ასევე, ოკუპანტებმა შესაძლოა, დესანტი ​ბელგოროდ-დნესტროვსკის და სარაცკის რაიონებში გადმოსვას, შემდეგ კი დნესტრისპირეთში შეაღწიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები