გია ცაგარეიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ყოველთვის, როცა უჭირთ, მაშინ აგდებენ რიგგარეშე არჩევნების თემას, ახლა ამას დაემატა სააკაშვილის ციხიდან დახსნის საკითხი
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა საქართველოს ხელისუფლება, გადავწყვეტთ, როდის იქნება და რა პირობებში ჩატარდება არჩევნები. არჩევნები იქნება 2024 წელს და ჩატარდება სამართლიან, თანასწორ, დემოკრატიულ პირობებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის საკითხი პირდაპირ ბმაშია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემასთან.
“ყოველთვის, როცა უჭირთ, მაშინ აგდებენ რიგგარეშე არჩევნების თემას. ახლა ამას დაემატა სააკაშვილის ციხიდან დახსნის საკითხი, რომელიც პირდაპირ ბმაშია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემასთან”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.