ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის I ტური მიმდინარეობს
ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის I ტური გაიმართა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეობდნენ: ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ფოლკლორული, საოჯახო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მთქმელები, ავტორმთქმელები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შემკრებნი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.
ეროვნული ფესტივალის პირველი ტური 5 მაისს მესტიაში გრძელდება.
ეროვნული ფესტივალი ტარდება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით