“არ ვიცი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის თუ არა, როგორც ამას რუსები ამბობენ, მაგრამ ის გაიწელა” – ლუკაშენკო რუსეთის “სპეცოპერაციაზე”
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის “სპეცოპერაციის” მიმდინარეობაში საკმარისად ჩახედული არ არის, ამიტომ, ვერ ისაუბრებს, “მიდის თუ არა ყველაფერი გეგმის მიხედვით”, მაგრამ ამბობს, რომ ის “გაიწელა”.
ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში თქვა.
„არ ვარ იმდენად ჩართული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, მიდის თუ არა სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით, როგორც რუსები ამბობენ, ან თუ როგორც მე ვგრძნობ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მჯერა, ოპერაცია გაჭიანურდა“, – თქვა ლუკაშენკომ.