ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა – დაწყებულია აქტივისტების დაკავება

ერევანში დაუმორჩილებლობის აქცია დღესაც განახლდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში, ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება პარალიზებულია.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს.

ამჟამად ცნობილია, რომ ქალაქის ერთ-ერთ უბანში პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავა.

სომხეთში ოპოზიცია, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს 25 აპრილიდან მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები