ანტონ გერაშჩენკო – ოკუპანტებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შესასვლელი მიწისქვეშა გზები ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ ოკუპანტებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შესასვლელი საიდუმლო მიწისქვეშა გზები ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა.

ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ Telegram-ზე ავრცელებს.

„რუსმა ნაძირლებმა „აზოვსტალის“ ქარხნის თანამშრომლებიდან იპოვეს მოღალატე, რომელიღაც ელექტრიკოსი, რომელმაც მიწისქვეშ, ქარხანაში შესასვლელი გვირაბები აჩვენა. ოკუპანტებმა მოღალატის მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენებით ამ გვირაბებზე შტურმი დაიწყეს“, – განაცხადა გერაშჩენკომ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები