უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა

უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ალექსანდრ მახოვი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა არხებზე „უკრაინა“ და „უკრაინა 24“. ის ფრონტის ხაზზე მოვლენებს აშუქებდა.

ამასთან, მახოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები