უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას Nexta ავრცელებს.

ამასთან, „უნიანის“ ცნობით, საღამოს ძლიერი აფეთქებები გაისმა დნიპროში, ჩერკასსა და ზაპოროჟიეში.

აფეთქებების შესახებ ინფორმაციას თვითმხილველები და ადგილობრივები „ტელეგრამის“ არხებზე ავრცელებენ.

დნიპროს მერის, ბორის ფილატოვას განცხადებით, ოკუპანტებმა ისროლეს ქალაქის ცენტრშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები მოგვიანებით გაისმა დედაქალაქში, თუმცა ამ დროისთვის ცნობილია, რომ ეს იყო საჰაერო თავდაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები