რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
როგორც კლინიკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დირექტორის თანამდებობაზე ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა.
„ქალბატონი ლიანა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის პოსტზე დანიშვნამდე ივ. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში საოპერაციო დირექტორის პოსტს იკავებდა.
განათლება: 1997-2003 წლებში მოსკოვის კომუნიკაციის და ინფორმატიკის ტექნიკური უნივერსიტეტი (МТУСИ), კომპანიების მართვის ეკონომიკა, მენეჯმენტი.
სამუშაო გამოცდილება: 2019 წლიდან დღემდე ივ. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საოპერაციო დირექტორი; 2019 წელი (ა)იპ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი; 2018-2019 წლები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; 2017- 2018 წლები შპს „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ – ფინანსური დირექტორი; 2015- 2017 წლები Innova HC Ltd_ს საოპერაციო დირექტორი; 2013-2015 წლები სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი)“ ბიზნესის განვითარების დირექტორი; 2012-2013 წლები შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2012-2013 შპს „მედიკალ პარტნიორი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2011-2012 სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2010-2012 წლები შპს „ქართული ჰოსპიტალი“ ფინანსური ადმინისტრირების ჯგუფის ხელმძღვანელი; „ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა ცენტრის“ კურატორი, „ქართული ჰოსპიტალის“ წარმომადგენელი; 2009-2010 წლები შპს „გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა“ ადმინისტრაციული მენეჯერი; 1999-2000 წლები Geopol Intertrade Sp.z o.o. მენეჯერი.
სპეციალური პროგრამები და ჯილდოები: 2015 წელი ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირი, ეროვნული სერტიფიკატი – წლის სპეციალისტი 2015 ორდენი – ეკონომიკის ვარსკვლავი; 2014 წელი კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის პროგრამა Can-Reg5 პროგრამის ადმინისტრატორი; 2010 წლიდან დღემდე ევროპული ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის (EHMA) წევრი – კოორდინატორი საქართველოში; საზოგადოებრივი აქტივობა: 2019 წელი საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტი; 2013 წელი საქართველოს რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი; 2014 წელი საქველმოქმედო ორგანიზაცია „მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა ფონდის“ წევრი; 2015 წელი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ECCO მე-18 – ESMO მე-40 სამედიცინო ონკოლოგთა ევროპის საზოგადოების საერთაშორისო კონგრესზე; 2019 წელი ქართულ-უკრაინული მეცნიერული პრაქტიკული სემინარი „100 საკითხი ქალთა ჯანმრთელობის შესახებ“ ორგანიზატორი და მომხსენებელი.
მოხსენება: საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა, ონკოლოგიური სერვისების და სკრინინგ პროგრამის სტრუქტურა და მართვა, სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა“, – აღნიშნულია რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას ლევან გოფოძე იკავებდა. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ, 3 მაისს განაცხადა.