ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა, სულ მცირე, 600 მილიარდი დოლარით დააზარალა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზარალი, რომელიც რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიაყენა, 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც ზელენსკიმ Wall Street Journal-ის აღმასრულებელი დირექტორის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქების აღდგენას.

„ეს წინასწარი მონაცემებია, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მოხდა ამჟამად ოკუპირებულ ქალაქებში. მაგალითად, თუ ავიღებთ მარიუპოლს, ნახევარმილიონიანი ქალაქი, იქ იყო სიდიდით მეორე მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც ჩვენი სამხედროები იცავენ. იქ მუდმივი ბრძოლებია, მარიუპოლი მთლიანად განადგურებულია. რა თანხა სჭირდება ქალაქების აღდგენას? ვფიქრობ, ეს რთული ამოცანაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემდეგ, ყველაფერს სწრაფად გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები