4 მაისი ედმონდ კალანდაძის დაბადების დღეა

4 მაისი მხატვარ ედმონდ კალანდაძის დაბადების დღეა. მას დღეს 99 წელი შეუსრულდებოდა.
ედმონდ კალანდაძე 1923 წლის 4 მაისს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა.
თბილისის სამხატვრო აკადემია 1952 წელს დაამთავრა.
1972-1986 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 1991-1992 წწ. – კულტურის მინისტრი. საქართველოს სამუზეუმო გაერთიანებასთან არსებული სახვითი ხელოვნების თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის სახელოსნოს ხელმძღვანელი (1986).
გამოფენები ჰქონდა: გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში, ბრაზილიაში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში.
მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს საპატრიარქოში, ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ხელოვნების ნაციონალური მუზეუმში (ბუენოს-აირესი, არგენტინა), ხელოვნების მუზეუშმი (სტამბული, თურქეთი); კერძო კოლექციებში – საქართველო, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ფერმწერი, გრაფიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები