კარწახსა და სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო” და ,,კარწახი”, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, კინოლოგ-ოფიცრისა და თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის ჩართულობით, საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 11 900 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს მ.კ.-ს ჯარიმის სახით 1000 ლარი შეეფარდა, ხოლო არადეკლარირებული საქონელი და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოერთვა.

რაც შეეხება, სამართალდამრღვევ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ა.კ.-სა და გ.შ.-ს, მათ ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და დაჯარიმდნენ 1000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები