მედია: რუსები “აზოვსტალში” შეიჭრნენ – “აზოვთან” კავშირი გაწყდა

რუსეთის საოკუპაციო ძალები “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.

ქალაქის დამცველებთან კომუნიკაცია აკლია.

ამის შესახებ გამოცემა უკრაინული Eurointegration საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

“აზოვსტალში” მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა.

მისი თქმით, „დღეს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჩვენი ციხესიმაგრის, “აზოვსტალის” ტერიტორიაზე. ჩვენი ბიჭები ამ ციხესიმაგრეს იცავენ, მაგრამ ძალიან მძიმედ, რადგან ამ ციხესიმაგრეს მძიმე არტილერიით უტევენ, ტანკებით მუშაობენ, თვითმფრინავები მუშაობენ, გემები მიუახლოვდნენ და ამ ციხესიმაგრეს უტევენ”.

რუსმა სამხედროებმა ქარხნის იერიში გუშინ, 3 მაისს დაიწყეს. მათ გამოიყენეს ჯავშანტექნიკა და ტანკები, ცდილობდნენ დესანტის დაშვებას ნავების დახმარებით, ასევე, ქვეითი ჯარის უდიდესი რაოდენობა აამოქმედეს.

მარიუპოლის დამცველებმა პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ თავდასხმის მოსაგერიებლად, თუმცა, მას შემდეგ კონტაქტზე არ გასულან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები