კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ეს პროექტებია:
1. „ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანებას დაქვემდებარებული ლანჩხუთისა და სუფსის სამუსიკო სკოლებში ინსტრუმენტების განახლება“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტები: როიალი – 2; ფორტეპიანო – 4; ვიოლინო – 4; კლასიკური გიტარა (ექვსსიმიანი) – 2. (ჯამში 12 ინსტრუმენტი, რომელიც თანაბრად გადანაწილდება ლანჩხუთისა და სუფსის სამუსიკო სკოლებში);
2. „ინსტრუმენტების შეძენა ნინოწმინდის სამუსიკო სკოლისთვის“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა. შესაძენი ინსტრუმენტები: როიალი – 1; ფორტეპიანო – 2;
3. „საესტრადო საკრავების შემსწავლელი სექციის ინსტრუმენტების განახლება“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი. შესაძენი ინსტრუმენტი – ელექტრო სინთეზატორი;
4. „ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის და მუსიკალური სკოლებისთვის დეფიციტური სასულე ინსტრუმენტების შეძენა“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტები: ფლეიტა, კლარნეტი, საქსოფონი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი – სულ 18 ინსტრუმენტი გაერთიანებაში შემავალი 5 სკოლისთვის;
5. „როიალის განახლება ხაშურის სამუსიკო სკოლაში“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტი – 1 როიალი (ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზისთვის);
6. „მუსიკა ჩვენი მომავლისათვის“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. შეძენილი იქნება 9 ფორტეპიანო დუშეთის მუნიციპალიტეტის (ფასანაური, ჟინვალი, დუშეთი) 3 სამუსიკო სკოლისთვის;
7. „სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების განახლება“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი (ქ.ფოთი). შესაძენი ინსტრუმენტები: აზიური ბას-გარმონი – 1; საქსაფონი – 10; საყვირი – 10; ფლეიტა – 4; კლარნეტი – 10; ვიოლონჩელო – 10 (ჯამში 45 ინსტრუმენტი). აღნიშნული ინსტრუმენტების შეძენის შედეგად, სასწავლებელში აღდგება სასულე ჩასაბერი ინსტრუმენტების განყოფილება:
8. „სამუსიკო სკოლებში ინსტრუმენტების განახლება“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ კულტურისა და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების გაერთიანება (ქ.კასპი). შესაძენი ინსტრუმენტები: როიალი – 2; ფორტეპიანო – 10, გაერთიანებაში შემავალი კასპის სამუსიკო სკოლისთვის.
9. „სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუსიკის და ხელოვნების სფეროს ხელშეწყობისთვის, მუსიკალური ინვენტარის განახლება“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტები – 2 როიალი;
10. „ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ინსტრუმენტების ფონდის განახლება“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. შესაძენი ინსტრუმენტი – 1 როიალი;
11. „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლისთვის (საკონცერტო როიალი) შეძენა“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა. შესაძენი ინსტრუმენტი -1 როიალი;
„სულ 7 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტების ფონდის განახლებისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის მიზნით შეძენილი იქნება 105 ინსტრუმენტი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 400 000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ამავე კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი იყო 700 000 ლარი, დაფინანსდა 6 რეგიონში 13 ორგანიზაცია და შეძენილ იქნა 160 ახალი ინსტრუმენტი. შედეგად, 2021 წელს, კულტურის სამინისტრომ 13 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სასწავლებლების დიდ უმრავლესობაში ახალი ინსტრუმენტები გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ შეძენილა. შესაბამისად, სასწავლებლები მუსიკალური ინსტრუმენტების მწვავე დეფიციტს განიცდიან, რაც ცხადია, სასწავლო პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები