გია ცაგარეიშვილი: პოდოლიაკი და მისნაირები საქართველოში მტრებს ნუ ეძებენ, აქ უკრაინის მტერს რა უნდა?!
“რომ დამდგარხარ და ჭკუას მასწავლი, თურმე, რა გმირი ხალხი ვყოფილვართ ოდესღაც ქართველები და როგორ უნდა ვიცხოვროთ, ბარემ ისიც მასწავლე, რომ გავიღვიძებ რომელი ფეხი გადმოვდგა იატაკზე”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია”.
ცაგარეიშვილის თქმითვე, საქართველოში უკრაინის მეგობრები არიან.
“საქართველოში, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ მათი მოყვრები არიან. პოდოლიაკი და მისნაირები საქართველოში მტრებს ნუ ეძებენ – აქ უკრაინის მტერს რა უნდა?! აქ მისი მეგობრები არიან. რომ დამდგარხარ და ჭკუას მასწავლი, თურმე რა გმირი ხალხი ვყოფილვართ ოდესღაც ქართველები და როგორ უნდა ვიცხოვროთ, ბარემ ისიც მასწავლე, რომ გავიღვიძებ რომელი ფეხი გადმოვდგა იატაკზე. მესმის, მათ აღელვებთ, რომ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში არ არის, რადგან ის რომ სათავეში იყოს, ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ეს უნდათ ამ ადამიანებს?! ეს არ გამოვა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.