„ყოველ ქართველში შენი გენია” – საგარეჯოში ლიტერატურული საღამო გაიმართება
5 მაისს, 15:00 საათზე, საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ლიტერატურული ღონისძიება – „ყოველ ქართველში შენი გენია” გაიმართება. ინფორმაციას საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანება ავრცელებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ეძღვნება შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის” პირველად დაბეჭდვის 310-ე წლისთავს (1712 წელი) და ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) 160-ე წლისთავს.
პარალელურად გაიმართება ამავე თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა-კონკურსი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქ. საგარეჯოს №1. №2. №3 და №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.