გერმანიის კანცლერი – ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემდეგ, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი დაარღვია და ევროპა აიძულა, თავდაცვის სტრატეგია გაეძლიერებინა.
ამასთან, ჟურნალ Stern-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტური იყო და ის მეზობელ ქვეყნებს რუსეთის უკანა ეზოდ თვლიდა.
„მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით დარღვევას. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას სამყაროში, რომელიც შეიცვალა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.