თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ისინი მოდიან, მათი მადა ძალაუფლების მიმართ კვლავ იზრდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ფული არის პირდაპირი ინვესტიცია თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში.
„მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი გავუგზავნეთ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით. ეს ფული არის პირდაპირი ინვესტიცია თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან. მათი მადა ძალაუფლების მიმართ კვლავ იზრდება“, – განაცხადა ბაიდენმა.