მარკ მილი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს სტაბილურობას

Chairman of the Joint Chiefs of Staff General Mark Milley testifies during a Senate Armed Services Committee hearing on Capitol Hill in Washington, DC, April 7, 2022. (Photo by SAUL LOEB / AFP)

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხის მომსწრეა.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც ჩემი მშობლები და ამერიკელების თაობები ასე იბრძოდნენ“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მისი თქმით, აშშ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ გეო-სტრატეგიულ გადახრის წერტილში იმყოფება, სადაც შეერთებული შტატების არმიამ ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა და მოდერნიზება მომავლისთვის.

„თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ საფრთხეს ვუქმნით მომავალი თაობების უსაფრთხოებას“, – დასძინა მილიმ.

ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე, დეპუტატებს განუცხადა, რომ მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება.

„დიდ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის პოტენციალი იზრდება და არა მცირდება“, – აღნიშნა მილიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები