ირპინიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვეს

ირპინიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში, სულ მცირე, 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარკუშინის თქმით, დაღუპულთაგან 185 პირი იდენტიფიცირებულია, მათი უმრავლესობა მამაკაცი იყო.

ამასთან, გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია.

ირპინის მერის განცხადებით, ხუთი ადამიანი ბავშვთა განვითარების ცენტრის ეზოშია მოკლული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები