3 მაისი გია ბურჯანაძის დაბადების დღეა
3 მაისი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის გია ბურჯანაძის დაბადების დღეა. მას 61 წელი შეუსრულდა.
დაიბადა 1961 წელს, თბილისში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; 1995 წელს – საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
1987-1980 წლებში იყო კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; 1981 წელს – კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1984-1985 წლებში – ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1985 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
მონაწილეობდა სპექტაკლებში: „ოთარაანთ ქვრივი“, „ანა კარენინა“, „შენსკენ სავალი გზები“, „გრაალის მცველნი“, „მეფე ლირი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მედეა“ და სხვა;
გადაღებულია ფილმებში: „წიგნი ფიცისა“, „თეთრი ბაირაღები“, „დუბროვსკი“, „პრემიერა“, „ცეცხლთან თამაში“, „ამბავი სურამის ციხისა“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ !“, „ოპერაცია „ვუნდერლანდი“, „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“, „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“, „დიმიტრი II“ და სხვა.