გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს, ის საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის

“ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებმაც იციან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა არაფერი, იმის იქით კი ის სტრატეგიაა, რაზეც სააკაშვილი ყოველდღიურად მოუწოდებს საზოგადოებას – დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის, თავისი თანაგუნდელებისგან.

“საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის სააკაშვილი, მათ შორის, თანაგუნდელებისგან… არ გამოვრიცხავ, რომ ზეწოლა მიდის, რათა თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ გასული, რაც გავრცელდა ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელის, “ნაცმოძრაობის” ლიდერის, მისი ადვოკატის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ერთი ლუკმაც რომ მიიღოს სააკაშვილმა, პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა მისთვის. ასევე, ამბობდა, რომ სააკაშვილმა არასწორი ფიქრი დაიწყო, ანალიზის უნარი დაკარგა და მისი ყველა განცხადება არ არის სერიოზულად მისაღები”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები