„მარო მაყაშვილის დღიური“ – საქართველოს რეგიონებში ცხინვალის თეატრის ტურნე იწყება
4 მაისს იწყება ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნე საქართველოს რეგიონებში სპექტაკლით – „მარო მაყაშვილის დღიური“. ინფორმაციას ცხინვალის თეატრი ავრცელებს.
„მაისის თვე მთლიანად დატვირთულია სპექტაკლებით, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები და კომპაქტურად დასახლებული დევნილი მოსახლეობისთვის.
მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროექტის განხორციელების ხელშეწყობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.