“ხელისუფლებასთან არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ვაგრძელებთ ბრძოლას” – სომხეთის მოძრაობა “წინააღმდეგობას” ერთ-ერთი ლიდერი

“სომხეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „წინააღმდეგობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არტურ ვანეციანმა განუცხადა.

“ჩვენ ვაგრძელებთ ხალხთან ერთად ქუჩაში ყოფნას, არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, არ გვაქვს არანაირი შეთანხმება. ჩვენს მოთხოვნებს არ გადავუხვევთ“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა  ქუჩაში მაქსიმალური რაოდენობის ხალხის გამოყვანა.

ვანეციანმა ასევე თქვა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი “გეომეტრიული პროგრესულობით” იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ვითარება დროდადრო ქაოტურად ვითარება, ოპოზიციონერის თქმით, მათ მკაფიო გეგმა აქვთ.

„ყველაფერი მოქალაქეებზეა დამოკიდებული: თუ მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში, მაშინ ხელისუფლების შეცვლა ერთი-ორი დღის საქმეა. თუ დავმარცხდებით, დავკარგავთ სომხეთს, დავკარგავთ არწახს, დავკარგავთ იდენტობას”, – თქვა მან.

ერევანში დილიდან დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა. ძალოვანებმა დილიდან აქციის უკვე 70 მონაწილე დააკავეს, მათ შორის არის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის შვილიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები