პრემიერმა ბაქოში “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა
მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი გუშინ ბაქოში “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო აღნიშნული ფაქტი და მომხდარი შეაფასა, როგორც პროვოკაცია, რომლის მიზანიც შესაძლოა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ბზარის შეტანა იყოს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარი ფაქტის დროული გამოძიება დაავალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციის მომწყობი პირები არ უნდა დარჩნენ დაუსჯელნი. პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და მომავალში ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.