CNN – უკრაინელი სამხედროები ადასტურებენ, რომ ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს
უკრაინელმა სამხედროებმა ადასტურებენ, რომ მათმა ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს, რაც პოტენციურად გაართულებს რუსული ძალებისთვის ქალაქზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების განხორციელებას.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„რუსკა ლოზოვა – სოფელი ხარკოვის ჩრდილოეთით – დაუბრუნდა ჩვენს კონტროლს მიუხედავად სიტუაციის გამწვავებისა და დანაკარგებისა. ხარკოვის აღმოსავლეთით მდებარე სოფელი ვერხნია როჰანკა კვლავ უკრაინის ხელშია“, – აცხადებენ უკრაინული შეიარაღებული ძალები.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ მხარეში, უკრაინამ კონტროლი დაახლოებით, ნახევარ ათეულ სოფელზე დაიბრუნა.